იანდექს-ტაქსი რუსთავში უკვე გამოჩნდა

2017-09-15 12:14:56

იანდექსის ტაქსი რუსთავში უკვე გამოჩნდა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული კომპანია რუსთავში ოპერირებას აპირებდა, "ინფო რუსთავმა" ჯერ კიდევ 1 თვის წინ გაავრცელა. კომპანია აპირებს, რომ ქალაქში 200 ერთეული ტაქსი ჰყავდეს, ხოლო მგზავრობის ტარიფი მინიმალური, 1 ლარი იქნება. რუსთავის ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც მგზავრების გადაყვანას ტაქსებით ახორციელებენ, აცხადებენ, რომ ფასი არაკონკურენტულია და მიზნად მათ გაკოტრებას ისახავს. "ინფო რუსთავი" კომპანია "იანდექს ტაქს"-ს დაუკავშირდა, სადაც კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისშიც, სადაც რამდენიმე კომპანიამ კონკურენციის და დაბალი ტარიფების პირობებში ვეღარ გააგრძელა საქმიანობა.