ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე (ვიდეო)

2017-09-15 10:38:02

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით "ნისანის" მარკის ავტომობილს მსუბუქმა ავტომობილმა გზა გადაუჭრა, რის შემდეგაც "ნისანის" მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, შუაგამყოფ ჯებირს დაეჯახა, ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდა და მოცურდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ნახეთ ვიდეო.