ახალი სასწავლო წელი დაიწყო

2017-09-15 09:49:30

2017-2018 სასწავლო წელი დაიწყო. პროცესი რუსთავის ყველა იმ სკოლაში განახლდა სადაც სარეაბილიტაციო სამუშაობი არ მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. ქვემო ქართლის გუბერნატორი გიგა ნემსაძე და რუსთავის მერი დავით ჯიქია #18 და #11 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. მათ მოსწავლეებს წარმატებული წელი უსურვეს.