128 წლის მამაკაცი აცხადებს რომ ჰიტლერია

2017-09-14 21:47:14

128 წლის მამაკაცი, არგენტინის ქალაქ სალტადან, ამტკიცებს, რომ ის ადოლფ ჰიტლერია და რომ მან ბოლო 70 წელი მალვაში გაატარა. ულტრა-კონსერვატიულ გაზეთ - El Patriota-სთან ინტერვიუში გერმანელი იმიგრანტი განმარტავს, რომ ის ქვეყანაში 1945 წელს ჩამოვიდა პასპორტით, რომელშიც ის ჰერმან განთერბერგის სახელით და გვარით იყო ჩაწერილი. ის ამტკიცებს, რომ ყალბი პასპორტი ომის დასასრულს გესტაპომ დაამზადა და რომ ის სინამდვილეში ყოფილი ნაცისტი ლიდერი, ადოლფ ჰიტლერია. მამაკაცი ამბობს, რომ მალვის შეწყვეტა მაშინ გადაწყვიტა, როცა ისრაელის პოლიციის საიდუმლო სამსახურებმა ოფიციალურად შეწყვიტეს ომის ნაცისტი მონაწილეების მიმართ პოლიტიკის გატარება. „ბრალი დამდეს ბევრ ისეთ დანაშაულში, რომელიც არასდროს ჩამიდენია. ამის გამო ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტის გატარება მალვაში მომიწია, ასე რომ, უკვე საკმარისად დავისაჯე. მამაკაცი აცხადებს, რომ იგი ემზადება საკუთარი ავტობიოგრაფიის გამოსაქვეყნებლად, რათა განაახლოს თავისი იმიჯი. “მე ცუდ კაცად მიმიჩნევდნენ იმის გამო, რომ ომი წავაგე. როცა ხალხი ამ ამბავს ჩემი თვალით შეხედავს, მათი დამოკიდებულებაც შეიცვლება.“ იგი ამბობს, რომ ის წიგნს ადოლფ ჰიტლერის სახელით დაწერს და იგი ხელმისაწვდომი სექტემბრის ბოლოდან იქნება. მის 55 წლის ცოლს, ანჯელა მარტინესს, ისევე როგორც მრავალ სხვა ადამიანს არ სჯერა, რომ ის ნამდვილად ადოლფ ჰიტლერია და თვლის რომ მისი მეუღლე დემენციით იტანჯება. მარტინესი ამბობს, რომ მისი ქმარი მანამ არ ლაპარაკობდა ჰიტლერზე, სანამ 2 წლის წინ ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს. მას სწამს, რომ მისი ქმარი, შესაძლოა, წარსულში ნაცისტი იყო და ამის გამო თავს დამნაშევდ გრძნობს, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ჰერმანი ჰიტლერი არაა.