ვაკანსიები გარდაბანში

2017-09-14 19:23:29

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 5 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დასაქმების მსურველებს საშუალება ეძლევათ ათი დღის ვადაში საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე hr.gov.ge-ზე დარეგისტრირდნენ და განაცხადი გააკეთონ არაუმეტეს ხუთვაკანსიაზე. (გაითვალისწინეთ, რომ ხუთზე მეტ ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, კანდიდატი ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას).
კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება:
1.    განცხადების გადარჩევა
2.    ზეპირი დავალება
3.    გასაუბრება

კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი: www.hr.gov.ge


1.    ინფრასტრუქტურა და მშენებლობის განყოფილების მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44898?active=1
2.    ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლების კოორდინაციის მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44902?active=1
3.    ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლების კოორდინაციის მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44900?active=1
4.    ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლების კოორდინაციის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44899?active=1
5.    ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44897?active=1