აქცია მესხიშვილის ქუჩაზე (ვიდეო)

2017-09-14 12:20:32

მესხისვილის ქუჩის #2 ბინის მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები ერთ-ერთ მეზობელს, დოკუმენტზე მოტყუებით ხელის მოწერასა და მიწის ნაკვეთის შეძენაში ედავებიან. აქციის მონაწილეების განმარტებით, მეზობელმა მათ ხელი მოაწერინა დოკუმენტზე, სადაც საუბარი იყო ეზოში 20 კვადრატული მეტრი ფართი მიწის შეძენაზე, ახლა კი აღმოჩნდა რომ მათ მეზობელს ბევრად მეტი მიწის ფართი შეუსყიდია.

მიწის მეპატრონის განცხადებით, მას მეზობლები არ მოუტუებია და მათთვის არ უთქვამს რომ მხოლოდ 20 კვადრატული მეტრის ფართის მიწის შეძენას გეგმავდა. გარდა ამისა, მისი თქმით, მიწის შესყიდვა 6 წლის წინ მოხდა და მეზობლების მიერ წლების შემდეგ გამოთქმულ პრეტენზიას, გამიზნულ ქმედებას და პროვოკაციას უწოდებს. ნახეთ ვიდეო.