რუსთავქალაქობა 2017 - პროგრამა

2017-09-14 10:21:48

რუსთავქალაქობა 16 სექტემბერს გაიმართება, ღონისძიებები ორ ლოკაციაზე ჩატარდება. თავდაპირვლად იქნება ტრადიციული სპორტული მარათონი, რის დასრულების შემდეგ 12 საათზე კოსტავას გამზირზე (შადრევანთან) და ცენტრალურ პარკში ერთდროულად ორი ღონისძიება დაიწყება, ამის შემდეგ ძირითადი ღონისძიებები უკვე პარკში გადაინაცვლებს. რუსთავქალაქობის პროგრამა:

►11:30 საათი - ქალაქის შემოსასვლელიდან დაიწყება სპორტული მარათონი, რომელიც კოსტავას ახლად რეაბილიტირებულ გამზირზე დასრულდება
►12:00 საათი - ღონისძიება კოსტავას გამზირზე, შადრევნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ,,ვეფხისტყაოსნის’’ მიხედვით დადგმული თეატრალიზებული პერფომანსი.

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი

►12:00 საათი - საბავშვო და სპორტული ღონისძიებები
►16:00 საათი - საპატიო რუსთაველებისა და რუსთავის საჯარო სკოლების 2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება
►17:30 საათი - "ფერების ფესტივალი"
►20:00 საათი - ჯგუფ "ფრანის" მონაწილეობით გალა კონცერტი და ფოიერვერკი