სისხლის გადასხმის აქცია

2017-09-13 13:13:58

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში სისხლის გადასხმის აქცია სახელწოდებით „გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე“ ჩატარდა. აქციაში მონაწილეობა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გიგა ნემსაძემ მიიღო. აქცია ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ეგიდით ჩატარდა და მასში რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადმინისტრაციის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ. ქვემო ქართლის გუბერნატორის განცხადებით, სისხლის გადასხმის აქცია ძალიან მნიშვნელოვანია და ის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.