საცობთან დაკავშირებით მგფ განცხადებას ავრცელებს

2017-09-13 11:22:42

მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე წარმოქმნილ საცობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთის 6.8 კმ-იანი გზის მშენებლობას ახორციელებს. აღნიშნული გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული. სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებელად წარმართვისთვის საჭიროა დროებითი გზების მოწყობა და მოძრაობის გადართვა.
გადართვების გამო შესაძლოა შეიქმნას საცობი, რის გამოც ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და მადლობას გიხდით მოთმინებისთვის
." - აღნიშნულია განცხადებაში.