რუსთავში კვების ობიექტები დახურეს

2017-09-12 18:15:43

ქვემო ქართლში აგვისტოს თვეში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა. აღნიშნულის შესახებ "ინფო რუსთავს" ქვემო ქართლის სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსმა, მირანგულ ლიპარტელიანმა, განუცხადა.

დარღვევები გარდაბნის ერთ-ერთ სასაკლაოზე და რუსთავში მდებარე კვების ობიექტებში, მათ შორის საშაურმესა და სასადილოში გამოვლინდა. რის შემდეგაც აღნიშნული ობიექტები დაიკეტა და თითეულს 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

მირანგულ ლიპარტელიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის ორივე ობიექტმა ინსპექტირების მოთხოვნები დააკმაყოფილა, შესაბამისად ისინი ფუნქციონირებას აგრძელებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს პერიოდულად ახორციელებს  იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და  საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.