მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა

2017-09-12 17:30:53

რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპროების დამაკავშირეებლ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით "ნისანის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო-სამაშველო ეკიპაჟი.