პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა

2017-09-12 14:27:02

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ცნობით, პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 სექტემბერს დასრულდება. ქუჩის დახაზვის სამუშაოების განხორციელების შემდეგ, 18 სექტემბერს პეკინის ქუჩა მთლიანად განახლებული იქნება. თვის ბოლომდე გაგრძელდება გამწვანების სამუშაოები. რეაბილიტირებულ პეკინის ქუჩაზე ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები ორმხრივად იმოძრავებენ. ასევე ორმხრივი მოძრაობა იქნება კოსტავა-შარტავას ქუჩებზე მუნიციპალური ტრანსპორტისთვის. შესაბამისად, რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსები ქალაქში ჩვეული მარშრუტით, ორმხრივად იმოძრავებენ. რაც შეეხება დანარჩენ ავტომანქანებს, ისინი განახლებულ ქუჩაზე ცალმხრივად იმოძრავებენ. ცალმხრივად მოძრაობის გამო სატრანსპორტო მოძრაობის გეგმა გარკვეულწილად შეიცვლება. კერძოდ: გაგარინის მოედნიდან ტრანსპორტი ბესიკის ქუჩით მოხვდება ყაზბეგის გამზირზე, საიდანაც შეეძლებათ პეკინზე მოძრაობა. განახლებულ პეკინის ქუჩაზე იქნება ველობილიკებიც, რომლითაც მოქალაქეები 18 სექტემბრიდან შეძლებენ სარგებლობას. პეკინის ქუჩაზე 1 კილომეტრის მანძილზე ორმხრივი ველობილიკი იქნება.