თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს (ვიდეო)

2017-09-12 13:31:26

თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი თურქული მედია ავრცელებს.
მამაკაცმა ანტალიაში 51 წლის ქალბატონს ა.ს.-ს  ქუჩაში ცივი იარაღით ექვსი ჭრილობა მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანის დროს გარდაიცვალა.

თურქმა სამართალდამცველებმა სათვალთვალო კამერებიდან აღებული ჩანაწერების გაშიფვრის შედეგად 44 წლის მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, თურქმა მამაკაცმა საქართველოს მოქალაქეს 400 ლირა ასესხა, თუმცა ა.ს. თანხის დაბრუნებაზე უარს ამბობდა. ნახეთ ვიდეო.