საავტომობილო საცობი მაგისტრალზე

2017-09-12 12:40:09

საავტომობილო საცობია რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე. ფონიჭალა-ორთაჭალის საგზაო მონაკვეთზე გადაადგილება დილიდან შეზღუდულია. არსებული ინფორმაციით გზის სავალი ნაწილის აღნიშნულ მონაკვეთზე ჩქაროსნული მაგისტრალის სამსენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მგზავრებს და მძღოლებს საავტომობილო საცობში დაახლოებით 30-40 წუთი უწევთ ყოფნა.