მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2017-09-11 22:10:15

12 სექტემბერიდან 15 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 12 სექტემბერს ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 13-14 სექტემბერს საქართველოში კვლავ უმეტესად უნალექო ამინდი და ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი, 15 სექტემბერს კი მოღრუბლულობა იქნება.

ნახეთ როგორ ტემპერატურას ვარაუდობენ სინოპტიკოსები რუსთავში: 12 სექტემბერი - 30°C, 13 სექტემბერი - 33°C, 14 სექტემბერი - 34°C, 15 სექტემბერი - 32°C.