ბოლნისში გზის სავალ ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

2017-09-11 18:34:43

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი საავტომობილო გზა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. დაბა კაზრეთში ახლადრეაბილიტირებული გზის სიგრძე 1100 მეტრია, ასფალტის საფართან ერთად გაკეთდა ტროტუარები და კეთილმოეწყო სანიაღვრე სისტემა. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 700 000 ლარი გამოიყო. გზის გახსნის ცღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორი გიგა ნემსაძე და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.