ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი

2017-09-11 11:00:50

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეებს, ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალას მიმდებარედ, 6,5 მ3 წიფლის და მუხის სახეობის საშეშე მერქანი შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.