სახალისო ღონისძიება თეატრში

2017-09-10 22:06:25

მუნიციპალურ თეატრში "სმარტის" ორგანიზებით მხიარულთა და საზრიანთა კლუბები რუსთაველების წინაშე წარდგნენ. საჩხერის, თბილისის, ჭიათურისა და ქუთაისის გუნდებმა მაყურებელს სხვადასხვა სკეჩები და სახალისო ნომრები წარუდგინეს. ღონისძიებას როგორც რუსთაველები, ასევე მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ორგანიზატორის თქმით, კონცერტმა მხიარულად და ხალისიანად ჩაიარა.