სუპერმარკეტში ჭერი ჩამოინგრა (ფოტო)

2017-09-10 16:23:57

სუპერმარკეტში "სპარი" ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა, ე.წ. "გიფსოკარდონის" ჭერი იმ სექციაში ჩამოინგრა სადაც ჭურჭელი იყიდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "ინფო რუსთავს" "სპარის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა რომ - "შემთხვევა დაახლოებით 3 საათზე მოხდა, ჭერი კონკრეტულ სექციაში ჩამოინგრა. საბედნიეროდ იმ მომენტში სექციაში არავინ იმყოფებოდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ჭერი პირვანდელ სახეს დაუბრუნდეს. რაც შეეხება ზარალს, ზარალი მინიმალურია".