რამდენიმე მკრ-ში ბუნკერების დალუქვა დასრულდა

2017-09-09 17:14:55

რუსთავში ბუნკერების დალუქვის პროცესი დროებით შეჩერებულია. ააიპ „უზრუნველყოფის“ სამსახურში აცხადებენ, რომ ეზოებში განსათავსებელი ურნების რაოდენობა ამოიწურა. ამ ეტაპისთვის მე-20, 21-ე, მე- 7, მე-8, მე- 6, მე-18, მე-17 და მე-19 მკრ-ში ბუნკერები უკვე დაილუქა. პრუცესი დარჩენილ მისამართებზე, თვითმმართველობის მიერ, ურნების შეძენისთანავე განახლდება.