"კოტეტას თასი 2017"

2017-09-09 15:57:14

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წრიული რბოლა სახელწოდებით "კოტეტას თასი 2017" გაიმართა.  სამოყვარულო შეჯიბრში 38 მრბოლელი მონაწილეობდა. წლევანდელ შეჯიბრებას დაემატა ქალთა რბოლაც.

ღონისძიება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის წრიული რბოლის მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, ლევან კოტეტიშვილის სახელობის ფონდის თაოსნობითა და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით გაიმართა.