სურამის ტყეში მომხდარი ფაქტით შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ

2017-09-08 15:22:58

„ინფო რუსთავის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რის მიხედვითაც, სურამში 200-მდე ძირი ხე მოჭრეს, ადგილზე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის წარმომადგენლები გამოცხადნენ. მათი ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაკალათუბანის მიმდებარედ, სურამთან ახლოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე, უკანონოდ  დაახლოებით 60 ძირი ნაძვია მოჭრილი.

უწყების წარმომადგენლები ამ დროისთვის ადგილზე რჩებიან და  ტერიტორიის აღწერას და გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშებას აწარმოებენ.