რომელ უბნებს შეეზღუდება წყალმომარაგება

2017-09-07 22:02:52

კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - "დღეს, 7 სექტემბერს, მშვიდობის ქ. N 2-თან, კომპანია „რუსთავის წყლის“ 800 მმ-იანი მაგისტრალური ქსელი  დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, რომელიც დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ მილის დაზიანებული მონაკვეთი 3 მ სიღრმეზეა მოთავსებული, რაც სამუშაო პროცესს ართულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 7 სექტემბრის 23:00 საათიდან, ხვალ, 8 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ქ. რუსთავში XI-XXI  მიკრორაიონებს;  შარტავას გამზირს;  ლეონიძის, თოდრიას და მიმდებარე ქუჩებს;  ჭყონდიდელის დასახლებას;

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით. კომპანია „რუსთავის წყალი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.