უამინდობამ რუსთავში პრობლემები შექმნა

2017-09-07 15:07:01

უამინდობამ რუსთავში გარკვეული პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა კოსტავას ქუჩის #19 და მეგობრობის ქუჩის #10 საცხოვრებელ კორპუსების სახურავები დააზიანა. ქარმა ხეები წააქციია ფალიაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე. წაქცეული ხის გამო, გარკვეული პერიოდით, რუსთაველის ქუჩაზე გადაადგილება შეფერხებული იყო. აღნიშნულ ადგილზე ამ დროისთვის, "უზრუნველყოფის" სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ქარის გარდა ძველ რუსთავს პრობლემები შეუქმნა წვიმამაც. რამდენიმე ქუჩა ამ დროისთვის დატბორილია.