ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტო)

2017-09-07 12:58:44

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, ნატახტართან დღეს გამთენიისას 4:00 საათზე ავარია მოხდა. ერთმანეთს "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და "სენტრას" სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა. ავტობუსში 16 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად  მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მგზავრი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსი სომხეთიდან საქართველოს გავლით რუსეთში მიდიოდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ინფორმაცის და ფოტოებს მომხდარის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.