შავი ზღვის სანაპიროზე 5 ბალიანი შტორმია

2017-09-07 12:10:45

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმის ნიშანია რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია. გარდა ამისა მაშველები ზღვის სანაპიროზე მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებენ რომ ზღვაში შესვლა დაუშვებელია. საგანგებო სიტუაციის მართვის სააგენტოში აცხადებენ რომ ამ დროისთვის ზღვაზე 5 ბალიანი შტორმია.

ზღვაში შესვლა დამსვენებლებისთვის მანამდე არ იქნება დასაშვები, სანამ საგუშაგოებზე წითელ ალმებს თეთრი ალმები არ ჩაანაცვებს.