თბილისში ალექსიძის 1 ნომერში უცხოელ ტურისტს თავს დაესხნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ რუს ტურისტს ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან 3 მამაკაცი დაესხა თავს და მას სასტიკად გაუსწორდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დაპირისპირების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.