მამაკაცი რომელიც აწამეს საავადმყოფოდან გამოწერეს (ვიდეო)

2017-09-06 22:41:13

მამაკაცი, რომელიც სოფელ ყარაჯალარში ჯგუფურად აწამეს და გაუპატიურეს, სამედიცინო დაწესებულებიდან გამოწრეს.

როგორც დაშავებულის დედამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, 42 წლის მამაკაცი საავადმყოფოდან მესამე დღეა გამოწერეს და ამ ეტაპზე მკურნალობას სახლში განაგრძობს. მამაკაცი მთელი დღის განმავლობაში წოლით რეჟიმშია, მას სისუსტე აღენიშნება და საუბარი არ შეუძლია.

შეგახსენებთ, შემთხვევა 21 აგვისტოს მოხდა. მამაკაცი  თანასოფლელებმა სასტიკად აწამეს და მასზე  სექსუალური ძალადობა განახორციელეს, წამების ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ამ დროისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში ბრალდებულები დაკავებულები არიან. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ნახეთ ვიდეო.