ჯარიმა ლუდის სმის ფაქტზე

2017-09-06 11:33:09

შარტავას გამზირზე, „მადაგონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები დააჯარიმეს. შემთხვევა ღამის საათებში მოხდა. მამაკაცები სამართალდამცავებმა ფაქტზე, ლუდის სმის დროს დააჯარიმეს.

საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღებაზე ჯარიმა 50-დან 150 ლარამდე განისაზღვრება. ერთი წლის განმავლობაში ქმედების განმეორება კი  500 ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. პასუხისმგებლობა ალკოჰოლური სასმელების საზოგადოებრივ ადგილებში სმისთვის, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 171- მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წესდება. ალკოჰოლური სასმელების მიღება შემდეგ საზოგადოებრივ ადგილებში იკრძალება: სტადიონი, სკვერი, პარკი, ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.