ბექა გურულის კიდევ ერთი წარმატება

2017-09-05 20:18:47

ბექა გურულმა (54 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა 1:10 წუთში აშკარა უპირატესობით 8-0 დაამარცხა მექსიკელი მიგელ უგალდე აგუილარი. შეგახსენებთ რომ ბექა გურულმა შეხვედრები გუშინ გამართა, ზედიზედ 3 მეტოქე დაამარცხა და ნახევარფინალში რუს მეტოქესთან დამარცხდა.

აღსანიშნავია რომ 30 ივლისს ბოსნია-ჰერცოგივინაში გამართულ ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში, რუსთაველი ბექა გურული ოქროს მედალის მფლობელი გახდა.