შეხვედრა რუსთავის მერიაში

2017-09-05 13:00:20

რუსთავის მერიასა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი იმ პროექტის ფარგლებში მოეწერა, რომელსაც საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია რუსთავში ახორციელებს.

პროექტი მინდობით აღმზრდელთა მოძიებას, არსებული მიმღები მშობლებისა და ასევე ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერებას ითვალისწინებს.