ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი

2017-09-05 11:26:54

დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები 2016 - 2017 წლებში, ყალბი მინდობილობების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისში, გერმანიის და ყაზახეთის ორი მოქალაქის კუთვნილ ჯამში 11 444 კვ.მ  ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომლის საბაზრო ღირებულება  4 მლნ ლარს აღემატება.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 - ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6 - დან  9 წლამდე ვადით. ნახეთ ვიდეო.