წითელა, წითურა და ჩუტყვავილა - ვირუსები შემოდგომის სეზონზე

2017-09-04 21:10:50

ინფექციური ტიპის (წითელა, წითურა და ჩუტყვავილა) ვირუსებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მშობლებს რეკომენდაციას აძლევს.

"შემოდგომის სეზონზე, მაშინ, როდესაც ბავშვები სკოლებსა და ბაღებში ბრუნდებიან, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ისეთ დაავადებებზე, როგორიც არის წითელა და წითურა. პროფილაქტიკისთვის მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, არის თუ არა ბავშვი აცრილი. ასევე, სკოლაში, თუ რაიმე სახის გეგმიური აცრა გამოტოვებული აქვს მოზარდს, ასეთ დროს აუცილებელია , რომ ბავშვი აიცრას. სხვა მხრივ, ამ პერიოდში, განსაკუთრებული არაფერი ხდება."