ბექა გურული მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს

2017-09-04 15:23:35

ბექა გურული ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევრაფინალში გადავიდა.
რუსთაველმა სპორტსმენმა 54 კილოგრამ წონით კატეგორიაში უზბეკი, ინდოელი და ამერიკელი მოჭიდავეები დაამარცხა.
მსოფლიო ჩემპიონატი საბერძნეთში მიმდინარეობს, რუსთაველი სპორტსმენი ნახევარფინალში რუს მოჭიდავეს დაუპირისპირდება. შეხვედრა საქართველოს დროით 20:00 საათზე გაიმართება.