რა ბედი ელით "ინტერტრანსში" საკუთარი მიკროავტობუსებით დასაქმებულ მძღოლებს?

2016-11-29 15:46:37

ყვითელი ავტობუსის მძღოლებს მომავალი წლიდან ხელფასი გაეზრდებათ. ამის შესახებ ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარემ, ლავრენტი ალანიამ, „ინფო რუსთავთან“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, თვითმართველობისა და კომპანიის გადაწყევეტილებით, 1 ინვრიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს ანაზღაურება 22.5%-ით  საკუთარი შემოსავლიდან გაეზრდებათ. გარდა ამისა, ხელშეკრულება გაუგრძელდებათ, ყვითელ მიკროავტობუსებში საკუთარი მანქანით დასაქმებულ მძღოლებს, კერძოდ, საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით თეთრი მიკროავტობუსების მძღოლებს ნორმებისა და სტანდარტების დაკმაყოფილებითვის ვადა 1 დეკემბრამდე ჰქონდათ, თუმცა კომპანია „ინტერ ტრანსის“ ამჟამინდელი გადაწყვეტილებით, საკუთარი მიკროავტობუსით დასაქმებული მძღოლების საკითხს კომპანია ინდივიდუალურად განიხილავს  და ინდივიდუალურადვე მოხდება მათთან ხელშეკრულების გაგრძელება.