როდემდე გაგრძელდება ID ბარათების უფასოდ გაცემის აქცია

2017-09-01 18:35:56

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საარჩევნო სიის დახვეწის პროექტის ფარგლებში, პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

პირადობის მოწმობის აღება უფასოდ შეუძლიათ მოქალაქეებს, რომელთაც:

1. არ გააჩნიათ არცერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი);

2. რომელთა რეგისტრაციის მისამართი ფიზიკურად აღარ არსებობს (არასრული/არარსებული ან ლიკვიდირებული მისამართი);

3. მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო ჩანაწერის მქონე მოქალაქეებს;

4. რეგისტრაციიდან მოხსნილ საქართველოს მოქალაქეებს;

5. მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებს, თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან იდენტიფიცირებად მისამართზე.

აქცია შეეხება სრულწლოვან მოქალაქეებს და იმ პირებს, რომელთაც აქციის დასრულებამდე უსრულდებათ 18 წელი.

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები თავისუფლდებიან როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან.

პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღების მიზნით გამოცხადებული აქციით ამ დრომდე 100 000-მდე ადამიანმა ისარგებლა