საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

2017-08-30 17:39:02

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა.

შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მოხდა. აფეთქების გამო სახლის ერთი კედელი ჩამოინგრა და დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც აფეთქებისას სახლში იმყოფებოდა, ის სასწრაფოს ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამათბობლის გაუმართაობამ გამოიწვია.