ავარია ლილო-კახეთის გზაზე. ერთმანეთს ჯიპები დაეჯახნენ, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილი ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ლოჭინის ხიდთან დილის 10:00 საათზე მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეო გვერდის მკითხველმა მოგვაწოდა. ნახეთ ვიდეო.