ხანძარი აბასთუმანის ტყეში

2017-08-29 18:28:24

აბასთუმანის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. ცეცხლის ლოკალიზებაში, ვერტმფრენი, ცოცხალი ძალა და ტექნიკაა ჩართული.ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დასახლებულ ადგილზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა მოდებული.