ავტობუსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

2017-08-29 10:32:43

ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს საპირისპირო მიმართულებიდან გადმოსული მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა  სოფელ ეწერთან, რიკოთის უღელტეხილზე მოხდა. შემთხვევის შედეგად ორივე სატრანსპორტო საშუალება ამოტრიალდა. 

არსებული ინფორმაციით, ორი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.