3 წლის ბავშვი საავადმყოფოდან გადმოვარდა

2017-08-28 11:19:35

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა.შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. ამ წუთებში მას კომპიუტერული დიაგნოსტიკა უტარდება. ბავშვს ქვედა კიდურების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.