ავტომობილი ტროტუარზე ავარდა, ერთი ხე მოგლიჯა და მეორე ხემ გააჩერა (ვიდეო).

2016-11-28 21:05:03

ავტოსაგზაო შემთხვევა ლეონიძეს ქუჩაზე დაახლოებით 20 საათზე მოხდა. "სააბი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა, ჯერ ერთ ხეს შეეჯახა მერე მეორეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ავარიის შედეგად 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადეს. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.