ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი ჩამოვარდა

2017-08-27 10:42:09

ბორჯომის ხეობაში ვერტმფერენი ჩამოვარდა.

ბორჯომში ქართული ვერტმფრენი წყლის რეზერვუარის ავსებისას ჩამოვარდა.ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები,  ასევე ექიმები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ექიმების ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ, ისისნი თბილისის ღუდიშაურის კლინიკაში გადაჰყავთ.