"მამაკაცს 3 თანასოფლელი აწამებდა და სექსუალურად ძალადობდა" (ვიდეო)

2017-08-25 22:55:09

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ყარაჯალარში მომხდარი წამებისა და გაუპატიურების ფაქტში ეჭვიტანილების სასამართლო სხდომა წისანსწარი აღმკვეთის ღონისძიებაზე მიმდინარეობდა. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი, ქეთევან სიონიძე აცხადებს რომ სამივე დაკავებული მამაკაცი მონაწილეობდა ადამიანის წამებაში და ჯგუფურად სექსუალურ ძალადობაში და ეს ყველაფერი ვიდეოში კარგად ჩანს. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თუმცა წამებაში და სექსუალურ ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია. მოსამართლემ სხდომის დროს პროკურორის მოთხოვნა რომ სხდომა დახურულიყო დააკმაყოფილა. სხდომა რამდენიმე საათი გაგრძელდა საბოლოოდ კი მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ყარაჯალაში, 42 წლის მამაკაცის ჯგუფური წამებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 3 პირს, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ნახეთ ვიდეო.

 

სამივე ბრალდებულს ბრალად აქვს წარდგენილი წამება დამამძიმებელ გარემოებაში, ასევე 144- პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის -ქვეპუნქტის მიხედვით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც წამებას ჯგუფურად სექსუალური ძალადობის გამოყენებით გულისხმობს.

 

შეგახსენებთ რომ ყარაჯალარში 42 წლის მამაკაცის წამებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტი 22 აგვისტოს დაფიქსირდა. თანასოფლელებმა მამაკაცი ჯერ სცემეს და მერე გააუპატიურეს. ინციდენტში მონაწილეობას 15 ადამიანი იღებდა, 100-მდე კი თვალ-ყურს ადევნებდა და ფაქტს მობილური ტელეფონით იღებდა. 25 წლის გოგოს მამა კი, ვისი შვილის გამოც მოხდა შეკამათება, დაშავებულ მამაკაცს ამტყუნებს და აცხადებს რომ ის მის შვილს მესიჯებს უგზავნიდა და მოსვენებას არ აძლევდა.