მონასტერთან მისასვლელი გზა გაკეთდა

2017-08-25 21:13:47

სოფელ მარტყოფში დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის მოასფალტება დასრულდა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ასფალტის საფარი დაიგო 1017 მეტრზე. პროექტის ფარგლებში ასევე რეაბილიტირდა გადასასვლელი ხიდი, მოეწყო მონასტერთან ასასვლელი კიბე და გაკეთდა სანიაღვრეები. სამუშაოები შპს  "სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია" 309 692 ლარად, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეასრულა.