რუსთავის მერი კორეულ მხარეს შეხვდა

2017-08-25 18:39:10

რუსთავის მერი, დავით ჯიქია, საქართველო-სამხრეთ კორეის მუნიციპალურ ფორუმში მონაწილეობდა.

ფორუმის ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, რუსთავის მერი და ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი სამხრეთ კორეის თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტს  სეუნგ ბინ იმის შეხვდნენ.

ფორუმზე ქართული და კორეული მხარის წარმომადგენლებმა თვითმმართველობის რეფორმის საკითხებსა და მუნიციპალიტეტების მხრიდან წყლის რესურსების ეფექტურ მართვაზე ისაუბრეს.

ფორუმი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ბათუმში, სასტუმრო ,,ჰილტონში’’,  გაიმართა.