ცეცხლი სასაფლაოებს უახლოვდება

2017-08-25 01:13:55

არდაგანში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე განცხადებას აკეთებს. მისი თქმით არდაგანის სასაფლაოზე მობილიზებულია მაშველების ჯგუფი. "იმისათვის რომ ცეცხლი არ გავრცელდეს სასაფლაოზე, მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი. ამას გარდა მობილიზებული არიან აზერბაიჯანელი კოლეგებიც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოებში ჩაერთვებიან" - ამბობს სირაძე.

ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში სტიქიის ეპიცენტრი არდაგანია, სადაც ხანძარი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მძვინვარებს.

წყარო "იმედინიუსი"