ავარია მსხვერპლით დასრულდა

2017-08-24 10:52:30

ავარია გურიაში, სოფელ ჩიბთან გამთენიისას ერთმანეთს მსუბუქ ავტომობილს ტრაილერის მისაბმელი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერს მისაბმელი მოძვრა, გზის საპირისპირო მიმართულებაზე გადავიდა და მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. მანქანაში 6 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი, ადგილზე გარდაიცვალა 5, ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.