ჩხოროწყუში ელარჯის რეკორდი დამყარდა (ფოტო)

2017-08-22 19:28:14

ჩხოროწყუს მუციციპალიტეტის სოფელ ახუთში ელარჯის ეროვნული რეკორდი დამყარდა. ყველის ფესტივალის ფარგლებში, სოფელ ახუთში, კუხალეიშვილების ისტორიულ ოდაში, მსოფლიოში ყველაზე გრძელი და წელვადი ელარჯის ეროვნული რეკორდი დამყარდება. ელარჯი გოგა თოლორდავამ და პაატა საჯაიამ დაამზადეს. დამზადდა ასევე საუკეთესო მეგრული გებჟალია. დამზადებული ელარჯის სიგრძე 14.8 მეტრი იყო. ღონისძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ტარდება.