7 წლის ბავშვი გარდაცვლილი აღმოჩნდა

2017-08-20 19:51:37

7 წლის ავსტრალიელი ჯულიან კედმენს ოჯახი და პოლიცია 2 დღე ეძებდა. ბავშვის მშობლებმა სოციალურ ქსელში ფოტოებიც გაავრცელეს და ხალხს დახმარებას სთხოვდნენ. რამდენიმე წუთის წინ ბიბისიმ გაავრცელა ინფორმაცია რომ ბავშვი გარდაცვლილია. აღმოჩნდა რომ ბიჭი ბარსელონაში ტერაქტის დროს გარდაიცვალა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ბავშვი მშობლებს დაშორდა და ადგილიდან მიიმალა, ზოგი მედია საშუალება იმასაც წერდა რომ პატარა საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.